შენს უბეში დავიბადე, შემაყვარე ცა ჭაღარა, შენი ბაღის ბულბული ვარ, შენი მწველი დაფ-ნაღარა.
დავეცემი მტერს მახვილით, შენი ნედლი ლერწამი ვარ, ვერ წამივა სიტყვა ტკბილი..
ძმობის ხიდად გადებული, სიყვარულის ცისკარი ხარ შოთას სულით ანთებული.
ოცნება ხარ, ტკივილი ხარ, თამარ მეფის ღიმილი ხარ, არწივების ყივილი ხარ..
მთები ცას რად ეხებიან? ბევრი მტერი დაგილახვრავს, ბევრიც დაგიფეთებია.
მწვერვალები თმაჭაღარა, გაჰქუხდა და გამოჰქუხდა შენი დაფი და ნაღარა.
მაგრამ ვერვინ დაგიმონა - თვალ-მარგალიტ-იადონი, თაიგული ერთი კონა.
ხალხში გასვლის არ გრცხვენია, ეჰ, რამდენი გოლიათი მარაბდაში ასვენია.
პეტრას ციხის გალავანთან, სადაც დღემდე არ წაშლილა დანატორი ფალავანთა.
ცივი ხავსი, შავი ობი, შენი დიდი ისტორიის ჭოლავს ცეცხლი ჩაუქრობი.
ქვეყნის სულის მჭედელი ვარ. თუ დაგჭირდეს - ავენთები შეუვალი კედელი ვარ:
სურვილების გასაღები, ყველაფერი ამიღია და ცა დამრჩა ასაღები.
ეზო-კარი განიერი, დაე, ჭექდეს შინ და გარეთ ჩვენი “მრავალჟამიერი”! |