ნატვრის თვალივით მკერდზე ჰკიდია მთებს დალოცვილი აჭარა ჩემი. ზღვა ჩვენთან უფრო ღრმა და დიდია, ზღვაზე ოცნების მიცურავს გემი.
მზე კოცონივით ხმელეთს ედება. ყველა ტკივილი განიკურნება, თუ სიყვარული დაგებედება.
ციცინათლები თვალებს იტაცებს, ასე წარმტაცი ქალიშვილები არ მეგულება დედამიწაზე.
და მზე იღვრება სულში მაჭარად. ნატვრის თვალებით მკერდზე ჰკიდია; მთებს საოცნებო ჩემი აჭარა. |