და ის, რაც ჩემში ჟამთა სვლას არ სდევს, ისევ თეთრ ხიდთან მიარღვევს ტალღას, ისევ თავს ადგას ბაგრატის ნანგრევს და ზარზმის ზარებს არისხებს ახლაც.
კვლავ მეციხოვნედ უდგას კვეტერას, და ნინოწმინდის დაშლილ გალავანს, გრემის სამრეკლოს და ბედისწერას.
ჯვარსა და მცხეთას, მყინვარისა და უშგულის აფრებს, დიდგორის მთებს და ბედიის ზეცას, შურისციხის და მთაწმინდის კალთებს.
გონიოს სიზმრებს, და ადიგენთან გაშლილ გვირილებს, და წიწამურის ხილვებს და ფიქრებს, ვით მარადიულ ურვის ტკივილებს.
სიმაღლით ოშკის, გელათის ფრესკის მაღალი აზრით, ცისკენ წასული სვანური კოშკით და ვარძიაში ნაკვეთი ტაძრით.
და ფოთოლცვენის ფერადი წამით, და ოცნებებში.. დახატულ გზებით, და მოლოდინში... დახატულ ჟამით...
რაც ჩემში ჟამთა სვლას არ სდევს ისევ თეთრ ხიდთან მიარღვევს ტალღას, ისევ თავს ადგას ბაგრატის ნანგრევს და სიონის ზარს არისხებს ახლაც. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |