დაგვიდგა ცუდი დროება, მოგვაკლდა თვალთა ჩინია, დაქსაქსულნი ვართ ოჯახში, აღარ გვაქვს ერთი პირია.
გაძვირდა ძველი ლხინია; გულსა გვიფარავს გარედან თეთრი რამ ფარატინია.
შავად ვართ გალესილია: ძმა ძმასთან ვეღარ დამდგარა, მამას სცემს თავის შვილია.
ახალია თუ ძველია: ვაჭრებმაც ვაჭრობაზედა, ლამის აიღონ ხელია.
მამები, წმინდა-ბერები: რა ვქნათ და რა ვიქადაგოთ, შიმშილით გვეწვის წელები.
სუყველამ გავძრათ ხელები; ავიღოთ ბარი, ნიჩაბი, გუთანი, ზოგმა ცელები.
მოვხნათ სულ მთა და ველები: მთაში დავთესოთ ქერ-დიკა. ბარში პურ-უგრეხელები.
იბრძოდნენ ჩვენი ძველები, მტრის წინა შეუპოვრებსა, სისხლით მოურწყავთ ველები.
გარყვნილი, გაიძვერები, სამშობლო გაუყიდიათ, დაუბანიათ ხელები.
გარს მოუკიდოთ გენია; წინ გაუძეხი, მწერლობავ, დღეს გამარჯვება შენია!
არ მოგვერიოს ძილია; არ დაგვისეტყვო ყანები, გევედროთ, წმინდა ილია!
არ აგვარიდო პირია: ივერსა მტერი აშორო, იგი ხომ შენი წილია.
ნუ ივიწყებ, წმინდავ ნინო, ენა, რჯულის აღსადგენად შენი დროშა გადმოგვფინო.
შენ უმატე, წმინდა შიო, რომ ჩავასხათ საზედაშო შენსა განთქმულ მარანშიო. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |