მხიბლავს რაჭული "ქედრულა" სვანთ მზისეული "ლილე", სხვა კუთხე თუ დამემდურა ჩაწვდეს ჩემეულ ილეთს.
მხედრული "ალიფაშა". კრიმანჭული და მხერხავი, ხმა, მოძახილი "რაშა".
"ჩელა" და "სისატურა" ჰანგი კაეშნით შემკული სულში რომ ჩაიწურა.
ჰანგი, სიმღერა შილდის, დიდებაშემონახული, ჯანსავსე, დინჯი, მშვიდი.
გუგუნებს ძალა, სიმხნე, დგას მტრებთან შენაჭიდები, შეუმუსრავი ციხე.
მხიბლავს, მხიბლავდა მარად, იგი სხვის კილოს არა ჰგავს და ჟღერს ქორალის დარად.
მართალც გასწვდება ყველას, ალაზანმა და იორმა, ჟამმაც ვერ გამოწველა.
ჩვენამდეც გასდო ხიდი, იგი ქორალი მგონია, მოგუგუნე და მშვიდი.
მხიბლავს ეშხი და ძალა, სიმღერა დინჯი იმგვარი, როგორც: "სოლომონ ბრძანა".
"ბერი კაცი ვარ" და სხვა, შვების ცეცხლი რომ წამკიდეს და მწუხარებაც დაცხრა.
გუგუნებს ძალა, სიმხნე დგას მტრებთან შენაჭიდები, შეუმუსრავი ციხე. |