ლურჯი ტალღების აშრიალებით ზღვაური ტოვებს მთვარის სარეცელს... ჩამოურიგეთ ჭიშკრებს ნალები, - ქართულ ეზოებს თვალი არ ეცეს.
და არ მოაკლდეს სხივთა ჩქერილი, რადგან წიქარა - გზებს რომ მიბღავის, საქართველოა გადარჩენილი, -
მიდის, მიზნისკენ მანძილს ამოკლებს... თავისუფლების ველიც გამოჩნდა, მალე ჩამოხსნის მახვილს დამოკლე.
შავი მერცხლები ზეცას კოცნიან, მესალამურევ, ბიჭო შავლეგო, ხარი წიქარა დამილოცნია.
ჩაუყვებიან ხევებს დამრეცებს... უნდა გააკრან ჭიშკრებს ნალები, - ქართულ ეზოებს თვალი არ ეცეს. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |