კაცი მას ჰქვიან, ვინაც სიცოცხლე თვისა დალია მედგარ ბრძოლაში, როგორც არწივმა ფრთით სცნო სიმაღლე, არ გაერია ყვავთა გროვაში.
სდგას ცხოვრებაში შეუპოვარად, მოზღვავებულსა ცხოვრების ზვირთებს მკერდზე შემუსრავს, გაფანტავს ნაცრად.
შუა გადუტყდა ერთგული ხმალი, მაგრამ მიიწევს მკერდ-სისხლიანი, რომ მაინც მტერთგანს მოსთხაროს თვალი.
აჩნია წყლულად, ქვეყნიურ ღმერთად, ვინც უფრთხილდება თავის თავს მისთვის, რომ თავი იმას შესწიროს მსხვერპლად.
ჩამოსხმულია წმინდის გრძნობისგან, ვის სიყვარული და სიძულვილი მონათლულია წრფელის შრომისგან.
ტანზედ ჩაიცვა და მით ამაყობს, არ აწიოკა გლეხის ობლები, დაუშრეტელად სიყვარულს გალობს.
ცხვრისა ბოზბაში ჭინჭრის მხალზედა იმ ლტოლვილებით გატაცებული, რომ შედგეს მაღალს გრძნობის მთაზედა.
ტირის და ანჩქლევს ცრემლის მდინარეს, ვინც გულს უგმირავს თავისა მტერსა და ყელს ეხვევა, იცავს მოყვარეს.
მე ესე მიჩანს ჩვენი ცხოვრება, და თუ რომ კაცი ვერ იზამს ავსა, ვერც კარგს გვაჩვენებს, ისე მოკვდება. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |