თუმც მეუცხოვება ბაღი გაღობილი, კარს ნუ გამოკეტავთ, იყოს გაღებული. კმარა, გევედრებით, მუხლზე დამხობილი, ცოდვა ჩადენილი, მსხვერპლი გაღებული.
ნუთუ, სამართალი ქვეყნად არ ყოფილა... გული გაპობილი, ორად გაყოფილი, ჯერ არ მოწყვეტილი ერთი ხის ნაყოფი.
ღმერთს ვთხოვოთ, ვილოცოთ, ეგებ, გაამთელოს და უფსკრულის პირზედ მომდგარ საქართველოს ხსნად გამოუგზავნოს მეგზური ჭკვიანი.
ეს ხომ ღვთისმშობლის არის სანახები. მოდით, დავინახოთ, ნახვით გავიხაროთ, ძმები შევიყაროთ, აღარ გავიყაროთ.
ცრუ და ყალბ სტრიქონებს მხოლოდ საგაზეთოდ. სწორედ გამიგე და გონით გამიგონე, თავს ნუ დაიღუპავ, ჩემო აფხაზეთო. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |