ვერ ვივარგე საჭაშნიკედ, ეს საფქვავიც არ ღირს მინდად, რა ვქნა, ჩემი საქართველო უფრო სხვანაირი მინდა! კახეთს ვაზის ლილა ბინდავს მაინც.... საქართველო რაღაც სხვანაირი მინდა. მეგრლის სევდა დნება ციდან, მაინც ჩემი საქართველო, რაღც სხვანაირი მინდა. ხანჯლებიც და ჭრელი წინდაც, მაინც... ჩემი საქართველო კიდევ სხვანაირი მინდა. ტაო-კლარჯულ მტევნებს ვზიდავ, რა ვქნა ჩემი საქართველო უფრო, უფრი ჩემი მინდა! მოყმე ისევ ხოხობს წმინდავს, მაინც მეფე-დედოფალი ფრო სხვანაირი მინდა. ჭიშკართან თუ არ აგრგვინდა, მაინც... ის პირველი ღამე მართლაც რომ პირველი მინდა. ერთ ღირსეულ წუთათ ღირდა, რა ვქნა, ჩემი მუხუნათი უფრო ვაჟკაცური მინდა... უფრო საყვარელი მინდა... ცხრა მთს იქით ფრინდა, ფრინდა.. ვერ ვივარგე საჭაშნიკედ, ეს საფქვავიც არ ღირს მინდად... |
პოეზიის გვერდი • • • |