მას, ალავერდის დიდებულ ტაძარს, ალაზნის პირას თეთრად ანთებულს, კვლავ მოიხილავს, კვლავ მოიხილავს მის, ქეთევანის წმინდა ხატება... მრავალმოწამე გურჯთა დედოფალს კალთა სავსე აქვს თეთრი ვარდებით. და დიდებული თვისი ნაბიჯით ცით მიწისაკენ მოემართება... შენ... ნათელი ხარ, დიდი ნათელი მარადიული მწუხრის წინაშე... გზა გეფინება წითელ ვარდებით: ეს, დედოფალო, ნანობს შირაზი... მას, ალავერდის დიდებულ ტაძარს, ალაზნის პირას თეთრად ანთებულს, კვლავ მოიხილავს, კვლავ მოიხილავს მის, ქეთევანის წმინდა ხატება. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |