ბნელა, რიონი მთებს იქით დარჩა გვაცილებს მტკვარი - მზრუნველი დედა შენ მეუბნები: თბილისი არ ჩანს, მე კი ყველაფერს, ყველაფერს ვხედავ.
ჰხურავს მაისის ნოხი ფერადი. ვხედავ: ვით დროშა ძირს დაუხრელი, გადმოსდგომია ქალაქს ბელადი.
სიბნელეშიაც დაინახება, ვხედავ: ამ ღამით შთაგონებული, ქალაქში დადის შოთას სახება.
მთაწმინდის მიწა დასაფიცარი. ნინოს ცრემლებით დასველებულა გრიბოედოვის კუბოს ფიცარი...
ნაწვიმარ ბაღებს გადასწვდენია. საფლავში ბორგავს ბარათაშვილი, ცეცხლმომდებარი ლექსის გენია.
მგოსნის ბინაში იწვის სანთელი: დაქანებული ზვავის ხმიანი მღერის პოეტი ღამენათევი.
ერთია მისი გულის იარა: ამ კედლებს იქით, იმ კედლებს იქით, მტრის შესამუსრად სჭედენ იარაღს.
ჰქონია ზეცა ცეცხლის მთოველი. ის სააკაძის ქვეყნის გულია, მტერს ეკვეთება ბუჩქიც ყოველი.
გვაცილებს მტკვარი - მზრუნველი დედა შენ მეუბნები: თბილისი არ ჩანს, მე კი ყველაფერს, ყველაფერს ვხედავ. |