რაღა დროს ტკბილი ნანაა ხმამოღუღუნე ძიძების ავი ტაროსი დამდგარა, ჟამი დგას გამოღვიძების. ავის მოსურნეს მამულის. მუმლს უნდა ძლევა მუხისა, ეშმას - ველურთა არული. მტრის სულის შიშით გამთანგი, ჰა, დევის ღონით იღვიძებს დავითი, ცოტნე, ვახტანგი. ახლა ისეთი ხანია, მტრის ჩვენს მიწაზე ლაღობა ვეღარც რა ასატანია. იმუქრებიან აკვნები... არვინ იზრდება - სამშობლოს ლაშქარში გამოსაკლები.. როცა ცრემლით მღერთ ნანინას, ლელო - უგუნურთ შეტკბობით ძველებურ გაგვატანინა. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |