ჩიტო, წაიღე ეს წიგნი ნაწერი გულის ჟრჟოლითა, რაც ჩაგანძულა გულს შიგნი, გარეთ აქროლე ქროლითა! შენთან იფრენს და იმგზავრებს. გაუღე სახლთა სარკმელი, გადააფინე ნიგვზნარებს. სამშობლოს დაახმიანე! მტკვარსა, რიონს და არაგვსა, მთებს, ტაძრებს მრავალხმიანებს. ტევრებს და ყანის თავთავებს, შენის ფრთის ღონით აღვიე, სანამ არ გამოათავებ. გამონაჟური გარეთა, ჩანჩქრებს გადაეც, ნიაღვრებს, დიდ ქვებზე მოჩანჩქარეთა! ჩქეფი ვარ მათი ძალური, მაწვიმდეს სავსე ჯიქანის ღვარნამი ცვარდაცვარული. და ვიცი, არა ცივდება, სამშობლოს მბრწყინავ გულიდან ლექსში რაც გამოსხივდება! ფრთებს რომ სცემ დაოქროილთა! რაც ჩაგანძულა გულს შიგნი, გარეთ აქროლე ქროლითა! მწყურის სამშობლოს ალერსად. სიტყვა მომტკბარი შესტყორცნე სივრცეებს შორიალესა! თუ დაგელეწოს ძვალმძივი, არ შეკრთე, დღესაც ხვალაცა, შეგეშველება არწივი! |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |