არაგველებო! სამშობლო გეძებთ! - გეძებთ და შუბლი ფიქრმა შეთრთვილა, რად სდუმან მთები მამულის მკერდზე უფლის ცრემლებად ჩამოკრეფილნი. არაგველებო! მამული მტკივა - წამლად დამადეთ მამულის წყლულებს, მძიმე სენი სჭირს სამყაროს მთლიანს და ვერ ისვენებს მსოფლიო სული. არაგველებო! რად გვინდა სისხლი - თუ არ ბორგავს და შიშმა დანისლა, თუ არ იქნება სამშობლოს ღირსი რომ საქართველოდ იქცეს კრწანისთან. არაგველებო! მოვკივი ქარებს და მყუდროებას ვურღვევ სასულეთს, არაგველებო! გაშალეთ მთვარე და ჩემს სამშობლოს მხრებზე დაჰხურეთ. არაგველებო! სამშობლო მტკივა - სამშობლო - უფლის მუხლთა სასვენი, არაგველებო! ამინთეთ დილა და ჩემი ქვეყნის ზეცა გახსენით. არაგველებო! მწუხრი წევს მყინვარს, გონებავ ერის - სიფრთხილე გმართებს, არაგველებო! სამშობლოს სტკივა, სამშობლოს სტკივა - ღვთისმშობლის სანთელს. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |