კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

კივის გაბმულ ტარავლიდან კივის ყლორტი.

დაფარფატებს სიბნელეში ტარტაროზი.

გაგონება არ მინდოდა ახლა შენი,

მოგონებებს მიმღვრევს ძველი აფსაროსი.

მიუსაფარს თავშესაფარს არვინ მაძლევს,

აჩრდილისგან მიუღია ვინმეს სარფი?

ეს გზა, ალბათ, უკვე  მალე დამთავრდება,

ზედ ჩანჩქერთან  ჩასაფრებას აწყობს სარფი.

გაოგნებულს თავ-კვერს მიკრავს კვარიათი,

სულს ბაქმაზის სურნელება ეკვერება,

მე რას მიშლის, გქონდეს შენი შარიათი,

მე ბრინჯაოს გამოკვერვა მეკვერება. 

კივის ყლორტებს შეკივლების სურვილი ჰკლავთ,

სარკოფაგებს თავს ევლება ტარტაროზი;

მგონია, რომ ქონგურებთან მოჩურჩულეს,

სარფიანად  შემიფარებს აფსაროსი.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზიის გვერდი - კოტე კაკიტაძე  • • •  კოტე კაკიტაძის პოეზია

მსგავსი თემები