რაც გონს მოვსულვარ, ერთი ნატვრა მასულდგმულებდა და მწარე ყოფნის მძიმე ტვირთსა მიმსუბუქებდა; ერთის ოცნებით ვიყავ მარად გატაცებული, ერთის სურვილით გამსჭვალული, აღფრთოვნებული! მას ვცემდი თაყვანს, მთელ არსებით ის შევიყვარე და მსურდა მისი ღირსი შვილი გავმხდარვიყავი. - მისთვის მეცოცხლა და მისთვისვე მოვმკვდარიყავი! გულში ჩამიკლა ჭაბუკობის ტკბილი ოცნება; შეუბრალებლად გადამტყორცნა უცხოსა მხარეს და სამშობლოსთვის ვღვრი მარადის ცრემლებსა ცხარეს! შენით დატკბობა, შეისმინო ჩემი ვედრება, - და როცა მოვკვდე, მაშინ მაინც შენ მიმიბარო და მშობლიურის შენის კალთის ქვეშ შემიფარო, შენს წმინდა მიწას შეუერთდეს ჩემი სხეული და სულიც მარად ხან მზის სხივად თავს გეფრქვეოდეს, ხან, ქმნილი ცრემლად, ციურ ნამად გეპკურებოდეს! |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |