კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

ასწიეთ თასი, გამოსცალეთ: ყოველი მხრიდან

ჩვენ შორის ჩატყდა სამშვიდობო გზა იარალი;

ვიგონებ იმ დროს როს ქართლოსის მზეს მკლავით თხრიდა,

პატარა კახი ირემივით მთიდან მყვირალი.

დარიალიდან დერბენტამდე ყოველი თხრილი,

გულებ-დალეწილ რაინდების არის სამარე;

გამხმარ თავებით აშენებულ ქედების ირგვლივ,

დავდივარ როგორც უცხოელი, ცნობის მოყვარე.

მომაგონდება როს არაბთა მძვინვარე ხროვამ,

დევის მუხლივით შეგინგრიათ გულის ფიცარი...

დროთა ტრიალმა ჩვენ ერთმანეთს გამოგვათხოვა,

ჩვენ წინაპრებო ერთმანეთი გადავიცანით.

თუ თქვენ კისერზე დაიმტვრიეთ ოსმალოს ხმალი,

ჩემთვის ერთია დღეს ერეკლეც და მამადხანი...

დღეს შემოგვხედავს მეგობრულად აზიის თვალი,

ერთ დროს მრისხანე სააკაძით გადანათხარი.

რა ვუყოთ მერე, რომ სიცოცხლე ჩემიც აქ ენთოს,

ეს რას მავალებს! მე სიცოცხლეს სხვა თვალით ვუმზერ!

არ არის სივრცე, რომელმაც დღეს ჩვენ შეგვაერთოს,

არ არის სიტყვა ერთნაირად რომ მოგვხვდეს გულზე.

არ მეშინია უცხოეთში ბედის მოღუნვის,

ტკივილს ვერ მომგვრის მე სამშობლო მიწის სიშორე;

სანამდი ელავს გაბასრული ხმალი კომუნის,

მე ჩემს სამშობლოს ქვეყანაზე ყველგან ვიშოვი.

მსგავსი თემები