საბედისწერო დღე გვაუწყა სიონის ზარმა. ო, ჰამლეტ, ჰამლეტ გადააგდე ხმალი სასწორში. მუზების პარნასს მე ვარჩიე ბნელი ყაზარმა, გუშაგად მივალთ, ერო ჩემო, შენს ველ-მინდორში.
ვინ ნახეთ ხმალი ამომეღოს ერთხელ ქარქაშით. გულში ვატარებ სასოებას სხვისთვის, დაფარულს, მივდივართ ბრძოლად განწირული ყორნისფერ რაშით.
„ჰაუ“ მივჰყივი მამაპაპათ უკვდავ აჩრდილებს, „დიდო ბატონო“, მოგვაშველე ეგ მკვდარი ხელი, ნუთუ დასტოვებ უპატრონოდ შენ ერთგულ შვილებს!
ამიშვით ძმებო, ჩამოვრეკო მეტეხზე ზარი, დღეს ჩვენთან მოვა, ქართლის დაცვას ვინც მოისურვებს, სადღაა, ვამბობ, სააკაძე - ქართლის ცეზარი?..
ქართველო ერო! გარეწართა გროშზე გაგყიდეს! სჯობს მტრად მოსულმა ჩვენ ცხედრებზე გადაიაროს, ვიდრე სამშობლოს ვერაგულად თვალებს დასთხრიდეს! |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |