თუკი ვინმეს მოესურვა ძველი წყლული გაგვიმთელოს და ამ გრძნობით მოევლინა ჩვენს პატარა საქართველოს. მის მთა-გორებს, მინდორ-მდელოს თუ უხეშად ხელს არ ახლებს, ჩემს სატრფოს და სამლოცველოს, შემოტანილ ხმალს და ხიშტებს, თუ სიფლიდეს არ შევწამებ, თუ მტრულად არ შემოგვიტევს, თუ მოვისმენ კვლავ დიდებას, და ადგილი არ ექნება აქ პირადულ განდიდებას. რასაც ამბობს, იმას მისცემს. და ამავ დროს ქართველობას შეურცხვენლად დაამტკიცებს. ბრძოლის ცეცხლში გამოვლებულს, არ ვიხილავ ჩემს სამშობლოს გოლგოთაზე ჯვარცმულს, ვნებულს, - წინ ვერ გამისწრებენ სხვები, დაჩაგრულთა სამსხვერპლოზე მე პირველი დავიწვები. თუ ჩვენს საზღვარს გადმოლახავს, ჩემს სამშობლოს დამიმცირებს, შემიგინებს, შემილახავს, ცრემლს დაადენს უმიზეზოდ და ჩვენს ლამაზ ბაღ-წაკლოტებს გადააქცევს მტრების ეზოდ, მანდილს მოხდის ქართველ დედას, ციხე-კოშკებს შეგვიგინებს, ჯაჭვ-ბორკილებს გაგვიჭედავს. მწუხარებას - შავ ფრთა გაშლილს, აატირებს მთაწმინდაზე ილიას და ბარათაშვილს. ძაძით მორთავს სათნო ნინოს, მაშინ, დაე, ჩვენმა მტერმა საპასუხო მოისმინოს. ძალით ჩვენს სულს ვერასოდეს, არ გვსურს ვაჟას ნორჩი ნუკრი კვლავ სისხლიან ბალახს ძოვდეს. ის მტრობით ვერ შეიერთებს, თაყვანს არ ვცემთ არვის კერპებს, არ ვიწამებთ არვის ღმერთებს. და ის მონა არ გახდება, თუ აქამდე არ მომკვდარა, მომავალშიც არ მოკვდება. ის გაიტანს ზღაპრულ ლელოს და კვლავ ვნახავთ მკვდრეთით აღმდგარ, გამარჯვებულ საქართველოს. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |