მხოლოდ ცეცხლია, მხოლოდ წვაა, მხოლოდ ლექსია, მხოლოდ ჰიმნია, ჰიმნი დასთა, ასთა, ათასთა - საქართველოში ხანში შესვლა უმძიმესია, ქართულ მიწაზე უნდა იყო სულ ახალგაზრდა. სიცოცხლის ეშხით, კაცმა რომ თქვას, ყველაზე მეტად, ყველაზე ნაღდად გულს ვიჯერებთ ჩვენ, პოეტები - დაფნის, პატივის, სიყვარულის ხვეჭა და ხვეტა, ვარდ-ყვავილები, ფარდაგები, ოქროს ეტლები, გაზაფხულები, აპრილები, სულის წამღები; მიწის გულიდან აფრენილი ცაში ბაღები; შავ კლდეებიდან მოვარდნილი ვერცხლის წარღვნები, მთაგრეხილები, მწვერვალები, იალაღები მხოლოდ ცეცხლია, მხოლოდ წვაა, მხოლოდ ლექსია, მხოლოდ ჰიმნია, ჰიმნი დასთა, ასთა, ათასთა... საქართველოში ხანში შესვლა უმძიმესია, საქართველოში უნდა იყო სულ ახალგაზრდა. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |