ჩვენ სიყვარულის სარეცელზე შეგვქმნა განგებამ, ჩვენ სათნოება დაგვანათლა არსთა გამრიგემ, ჩვენ ვაშენებდით ბანას, ზარზმას, გელათს, იყალთოს და ვმაღლდებოდით ნიკოფსიიდან დარუბანდამდე. და პური შენი არსობისა არის ღვთიური, ო, საქართველოვ, მოქართულობ ისევ ძარღვებში და იწურება საღმრთო ქვევრში ალადასტური. შემოვაქსოვოთ საქართველოს ჯაჭვის პერანგი... უნდა გავთიბოთ, უნდა ვიმკათ, უნდა გავლეწოთ, გადავარჩინოთ საფიცარი თეთრი გელათი. ამ საოცრებას გვეცილება მტერი ვერაგი... ხმალი ავლესოთ, ქართველებო, ხმალი ავლესოთ! შემოვაქსოვოთ საქართველოს ჯაჭვის პერანგი!
შემოვაქსოვოთ საქართველოს ჯაჭვის პერანგი! |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |