კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

უშენოდ, ჩემო, უდაბნოა მთელი სამყარო,

შენი სახელით თუნდ გრემიდან გადავფრინდები...

ამიტაცებენ უსასრულო და უსამანო,

მზესუმზირებით მოქარგული სველი მინდვრები.


უშენოდ, ჩემო, უდაბნოა მთელი სამზეო,

შენა ხარ ჩემი საუნჯე და საჩრდილობელი,

ყოვლად სრულქმნილო, სრულყოფილო, სულის საგზალო,

შენ ხარ, მამულო, ჩემი ხატი, - ყოვლისმპყრობელი.


და შენ ჩემში ხარ, სახიერო, საბედნიეროდ, -

შენი ტაძრებით, მონასტრებით, - ლილისფერებით...

შენა ხარ ჩემი სიყვარული, საბედისწერო,

მოლაღურივით ჩუმად ვტირი და გეფერები.


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - თინათინ მღვდლიაშვილი  • • •   თინათინ მღვდლიაშვილის პოეზია

მსგავსი თემები