რა საოცარი მზეა ილია, სამშობლოსავით ვენდობი, მიყვარს. იგი თან მახლდა, საცა მივლია, როგორც სინათლით ავსილი სიტყვა.
მივდივარ, წარსულს, მომავალს ვუმზერ. მივდივარ, ჰავა ისე თბილია, თითქოს გზა გადის სამშობლოს გულზე.
მისი მზიანი ზვირთობა ბათუმს ოქროს ჩქერებად რომ მოფრქვევია, მიტომ დღეს ქართულს ვეძახით ქართულს.
ჩემი გულისა და ჩემი კუთხის, ეკუთვნის იგი სიმართლეს პირველს, ძმებო, ილიას იგი ეკუთვნის. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |