ჯურღმულში ჩუმად ქვითინებს ქალი და ავაზაკნი დანებს ლესავენ... საქართველოში კლავდნენ პოეტებს, მეც პოეტი ვარ და, მეც მომკლავენ. შემოვიხვიე ლექსის მანტია... მე საქართველოს გავუმიჯნურდი და შევთავაზე, რაც მაბადია. და მზე ვატარე ხელისგულებით... ციცქნა სამყარო შემოვიზომე გვირილებით და მზესუმზირებით. დავჯერდი მხოლოდ გელათის ფერებს, აღვმართე ქარში სიკეთის ბოძი და სულის ტაძარს ვუმსხვრევდი დღეებს. და გუთნისდედას ჩავყევი ხნულში, დავუმეგობრდი მტკვარსა და არაგვს, დავიდაქალე ვარდი და ნუში. ყელზე ავისხი ვაზის ცრემლები... და მაფიქრებდა ბებერი საბა, და მატირებდნენ მუხის ფესვები. და შეემზადნენ ვაზთა ომისთვის, მე რქაწითელის მხარეს დავდექი და დავისაჯე რქაწითელისთვის!.. დალიეს ჩემი სისხლი, ვით ღვინო... შემომესივნენ ვიღაც ავკაცნი და სულის ნგრევა უნდა ვითმინო. ჩემი საფლავის გორაკს მორთავენ... საქართველოში კლავდნენ პოეტებს, მეც პოეტი ვარ და, მეც მომკლავენ!.. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |