მე ჯერ ნორჩი ვარ, ძალ-ღონით სავსე, ქვეყნად სიცოცხლე ერთობ მწყურია; მიყვარს ბუნება, მიყვარს მე ხალხი და ჩაგრულთ კვნესა ჩემი წყლულია! ჩაეშვას უფსკრულს, სამარეს ცივსა; მსურს ასწვდეს მაღლობს, სიცოცხლის მწვერვალს, გადაექსოვოს დიად მზის სხივსა. ბრძოლად იმსხვერპლოს, დამისამაროს მსურს დედამიწის მკერდს შემოეჭდოს და უკვდავყოფის შეერთოს წყაროს. განთავისუფლდეს, ფრთა გაჰკრას კლდესა. დე, მხოლოდ მაშინ ნეტარების წუთს - გაცივდეს გული, შეწყვიტოს კვნესა! |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |