მინდორში ვდგავარ და ქორებს ვუსტვენ, მხოლოდ იმიტომ, რომ დაგენახვო, ზედაზნის ნისლო, ნაზო და სუსტო, მდინარის თვალო, ტყევ და ვენახო.
რომ მოგაწონო თავი, ბებერო. და თუ არ ვიცი, თვითონ მაჩვენე, როგორ შეგხედო და მოგეფერო.
რაც დღეს მეკუთვნის, იმასაც ვკარგავ, მაგრამ მე ვიცი, რომ თქვენს გარეშე ვერასდროს ვეღარ ვიქნები კარგად. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |