ფიქრით გარდიწვა ჩემი თავი, როგორც სახარა. რუხი სიგიჟე ფეხშიშველი დამსდევს დანებით. მოდის სიკვდილი შევარდენის გამოქანებით. ავმა ლოთობამ ხერხემალი მეტათ დახარა. ცრუ იმედები ჩამივლიან მოგვიანებით. ვხედავ, ვირჩვები ცხელი სისხლის ოკეანებით და ვარსკვლავებმაც თავზე ცეცხლი გადმომაყარა. მივუგდე გული სპიროხეტებს გამოსახრავად. დღეთა სიბნელე მზის მარაომ ვეღარ გაჰფანტა. როცა დადგება სიკვდილი და გამოსვენება, გამაცილებენ ჩემი დები და კატაფალკა. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |