კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

არ შეიძლება, რომ არ მიყვარდე,

არ შეიძლება, იყოს პირიქით...

ყველა ბილიკს ხომ შენთან მოვყავდი,

ამიტომ მიყვარს ყველა ბილიკი;

ამიტომ მიყვარს ყველა ღალატი,

ყველა ტკივილი... ყველა უარი...

და ყველა ცოდვა, თუკი აქამდე

ჩადენილა და სადმე თუ არი.

ასე სათუთი და უცნაური

ეს სიყვარულიც ვერ ამიხსნია...

ლექსი, რომელიც ჩემში ხმაურობს,

შენით გამთბარი გულის სისხლია;

ვერ ამიხსნია, როგორც სიბილას

სიბრძნე ქალური... და უნებური

შენ ხარ ტკივილი პირველყოფილი

და ნეკნი, ჩემში ჩაბრუნებული...


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ელგუჯა მარღია  • • •   ელგუჯა მარღიას პოეზია

მსგავსი თემები