ფრთებ ჩამოყრილი ტყვიის ნისლი გულს აკვნესებდა, ცა აღარ იყო დაფერილი ოქროს ვარაყით, ვიღაც უცნობი ღრუბლის მთებში ცეცხლს აკვესებდა, ზღვა ბარბაცობდა როგორც ლოთი, მთვრალი არაყით. დღე მიზოზავდა სევდიანი და ფერწასული; თმა გაწეწილი და მწუხარე სტიროდა ქარი, სტიროდა ქარი, ვით ომში მკვდარ სატრფოს ასული. ცისფერ ცრემლებით სავსე მქონდა თვალების უპე, სანუგეშებლად ანგელოსთა კრებულს ვიწვევდი და ღმერთს ვკითხავდი: მომავალი რად დამიღუპე? ცხელი ბაგეთი შემიშრალე ცრემლთა ნაკადი: ნისლივით დადნა მაშინ ჩემი დარდი ყოველი და სიყვრულის ღმერთს დავუწყე წრფელი ღაღადი. შენ ჩემს ნაღვლიან სულის ბაღში შემოიჭერი, ტრფობით ამიგზნე ნეტარების მკვდარი სურვილი და ამიცეკვე მოდუდუნე სიცოცხლის ჩქერი. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |