მე, მიყვარს ღამე - დაურღვეველ მყუდროობაში, და გაცრეცილი, სევდიანი ღიმილი მთვარის, - ვით მწუხარება ქარვისფერი ლამაზი მკვდარის, და, ყვავილები სასაფლაოს ყრუ დღეობაში. და, ამთავრდება სიამაყე ძველი საყდარის, - ამ დროს ხმა მესმის მამიასი, უცხო სადარის, და, ვამჩნევ ლანდსა, დაფიქრებულს მარტოობაში. ხან-კი - მწუხარე ლოცვებათ ჰქმნის თვის ყრმობის მითებს. ხან აგონდება მარიამი, ხან კახაბერი - ხან წყევათა ჰქმნის ბედისადმი მიძღვნილ ნაზ-ოდებს, და ჩონჩხად ქმნილი - შუაღამემდის უსიტყვოთ გოდებს. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |