მოქალაქენო ეხლა სიკვდილს აღარ ვაპირებ: გამიჩნდა საქმე საარაკო (თქვენ გეცინებათ) ჩემი ფიქრები ისევ მოსჩანს მთვარის სინებად და მანიფესტით მე მივმართავ საყვარელ ვირებს: თუმცა თქვენს თვალებს მე ვიხმარდი სარკის მინებად და გადავწყვიტე რადგან ღმერთმა ასე ინება თქვენი სიცოცხლე ავაშორო სიკვდილის გზირებს. ამაზე მახსოვს ბევრი ფიქრი დამიხარჯია საჭირო არის გადავარდნა ცეცხლის ყამირში. მგონი დრო არის რომ გაექცეთ მონურ წამებას და შეგიძლიათ მფარველ მეფედ მე ამირჩიოთ. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |