ობობას ქსელივით კიდია ქსოვილი ფანჯარაზე. კედლებს იქით ღამეა და გახელებული ქარი. ცოცხლდებიან თეთრი ლარნაკები, გამშრალი კანონები, ძველი სურათები და თაროებიდან გადმოდიან ფრთხილი ნაბიჯით. მორიდებით გადაივლიან ხალიჩებს და სარკეების უფსკრულებში გადაიხედავენ, ეძებენ წარსულს მის უსაზღვროებაში, სადაც შენახულია დრო და სთვლემენ ლანდები. ჩუმი შრიალი გაისმის სარკეებში. იმღვრევა მათი სიწმინდე და გადასული მაყრიონები ჩქარობენ ნაპირების გადმოსასვლელად. ქარივით გადმოლახეს სარკეების ჩარჩო და ჯარასავით დატრიალდა ჩემი ოთახი, მიმჯაჭვავს დრო უსახელო და ველი შემოვა უცხო ძლიერი, მოვა როგორც ახალი მოციქული და დაუზოგავი გამაკრავს ჯვარს. |