ცხოვრებამ არ გამიმართლა, მისგან ბევრჯერ გავილახე: ერთ ლოყაზე სილა მაწნეს, მეორეზე დამკრეს სახრე... ჯერ ის რად ღირს, მზე რომ ვნახე! არც სიმართლე გამომადგა, სიცრუემ ხომ მიგო მახე; დამარცხება თავბრუს მახვევს... ბედს კი მაინც არ ვემდური - ჯერ ის რად ღირს, ცა რომ ვნახე! თუმცა მესხდნენ მეინახედ... ყველგან კვანტი გამომიდეს მიზნად რაც კი დავისახე... ჯერ ის რად ღირს, ზღვა რომ ვნახე! ამ ცარიელ სულს რა მივსებს, ლექსს დავწერ და იქვე დავხევ... გრძნობა გულში დავიმარხე. ბედს კი მაინც არ ვემდური - ჯერ ის რად ღირს, შენ რომ გნახე! |