გაზაფხულს თვალი კიდევ ვაჩუქე, მოდის მაისი ტყემლით, ნუშებით: მზემ ახლა ლურჯად ცა გააშუქა და დაეწაფა ცხელი ტუჩებით. და ეჩქარება ტყეში მაჟალოს - თეთრი ხავერდის ბაირაღები მიწას ნოყიერს გადააშალოს. გადარეული ზევით მთებშივე და იძირება ღრმა მორევებში ცა მინანქარის მაღალ თეფშივით. როგორ მიყვარხარ, მოვალ, დამიცა. კლდეზე მესროდა შხეფებს მორევი და ახურებდა მკერდს დედამიწა. მწვანიანს, მყუდროს, ჯარას, ყავარჯენს, გახარებულ და გამთბარ ბეღურებს ჟივილი გააქვთ საბძლის ყავარზე. მძიმედ დაბობღავს დევი გლეხური ველი ნაწვიმი და ნატბორები მიწას ხალივით გადაეხურა. ოფლმა გაბანა მკერდი ორგანი გადაუვლია ბალახს ჩალიანს და დაუფარავს მინდვრის ყორღანი. ისმის მუშური, როგორც მაყრული წაქცეულ მიწას ფეხს აბიჯებენ ბელტოში ჯდება ბარი დაკრული. გვაძლევ ლუკმაპურს, გვაძლევ სამოსელს. მზის გადახრაზე სამხარს ელიან და ატყუებენ თვალს საღამოზე. წინ მიუძღვიან ხამი ბოტები, ნამგადაუყრელ დილის ბალახზე მწყემსები დინჯად მიაბოტებენ. თავზე სილურჯე დამიტრიალეთ, იქნებ იქამდე მაინც დამინდოთ სანამ გადავა ცხვარი თრიალეთს. და თან მიჰყვება მძიმედ ურემი, ღამის ნაბადს რომ დაიფარებენ, აკვნესდებიან სალამურები. მიწა დამსკდარი და ნაარხევი, იასამანი, ვაშლი, ბალები ფიქრში დაფნილ ტოტებს არხევენ. დიდხანს ისმოდა ველზე მაყრული... და ეშვებოდნენ ჩემს ჩემს ფაბჯარაზე საღამოები ცაზე გაკრული. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |