კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

ო, გაახილე, სიყვარულო, თვალები ფართოდ,

თუ არის ღმერთი ქვეყანაზე - შენა ხარ მარტო.

შენა ხარ ჩემი საფიცარი, ხარ ჩემი კერპი,

უხსოვარ დროდან შენს ბომონთან მე მომყავს მსხვერპლი.

ო, გაახილე, სიყვარულო თვალები ფრთხილად

და შემიფარე, მაგ შენს ფრთებს ქვეშ რარიგად თბილა.

მითხარი რამე, სულში ცეცხლი ვიდრე არ გაქრა, -

მე, მოკვდავს, ზოგჯერ მოფერებაც მწყურია, რა ვქნა.

არა ჯიუტი ფანატიზმით, არამედ ფიქრით

მივყვები შენს გზას, წამოგყვები, თუნდ ცხრა მთას იქით.

კვლავ ვუდარაჯებ ღამით ციდან ვარსკვლავთა ცვენას,

მე იმ მოდგმის ვარ, ვინც არასდროს არ იცვლის რწმენას.

ო, გაახილე, სიყვარულო, თვალები ფართოდ,

თუ არის ღმერთი ქვეყანაზე - შენა ხარ მარტო.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ენვერ ნიჟარაძე  • • •   ენვერ ნიჟარაძის პოეზია

მსგავსი თემები