კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

გულში სიმღერის მოდენა,

ბაღებში კოხტა ოდები,

ჭალაში სახლის ოდენა,

აგორებული ლოდები.

ეზოში მწვანე ბალახი,

ხეზე გასული ადესა

და მოფართხალე კალმახი

ამოყოლილი ბადესა.

ტრფიალი გულში ნადები

ლექსი გაჭრილი ველადა

ბუხარი, შველის მწვადები

და ღვინით სავსე ხელადა.

კრიმანჭულ-ხასანბეგურა

შვიდკაცა-მთებში ნაქუხი

გურული გლეხის ჩაქურა

და მოსწრებული პასუხი.

მთა-ბარს გახედავ, იხარებ

მუდამ ლექსის თქმა გწყურია,

სალოცავ-სათაყვანოა

ჩემი ლამაზი გურია.

მსგავსი თემები