თარგმნა: გივი გეგეჭკორმა
პატივცემულო ნოევ, ხალისით რომ გაახარე ვენახის ფესვი, შენ, ლოტოვ, თურმე შენსავ ქალიშვილს რომ მიუჩოჩდი, იმდენი შესვი; რადგან შენსავით სვამდნენ ცოტანი, თქვენ შეიფარეთ, გემუდარებით, კეთილი სული მეტრ ჟან კოტარის. თქვენსავით სვამდა, თუმცა მრავალჯერ არ უჭყაოდა ერთი შაურიც და ვერ იყიდდა თუნდაც სავარცხელს. ის იყო მისთვის შვების მომტანი, დე, სამოთხეში თქვენთან ღელავდეს კეთილი სული მეტრ ჟან კოტარის.
და ბევრჯერ თავიც გადაუქანდა, მე ვნახე, კოპი როგორ დააჯდა, რომ გაიშხლართა ყასბის დუქანთან. კაცი უბადლო და საოცარი, როცა გაიგებთ ყვირილს, შეუშვით კეთილი სული მეტრ ჟან კოტარის.
ყელი გამშრალი და ნალოთარი, და თურმე წყურვილს ვერ იკლავს იქაც კეთილი სული მეტრ ჟან კოტარის. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |