რას მეუბნება ნეტავ ეს დილა ან ეს სიჩუმე რას მეუბნება? უშგულის თავზე ფრთების შრიალით გადაიფრინეს თეთრმა ღრუბლებმა. განათებული მთების მშვენება. წამს ყველაფერი შეერწყა ერთურთს სიზმარი, ცხადი და მოჩვენება. აღელვებული, როგორც ოდესღაც, მერე უეცრად, უძირო ციდან თითქოს ღვთისმშობლის ხმა ჩამომესმა. ჩემს მიწა-წყალზე და წინაპრებზე. წეწავდა ქარი ღრუბლების ფილებს, როგორც ჩალისფერ დროშის ნაფლეთებს. მერე ადუღდა სულში მირონი და დიდხანს, დიდხანს უღვთოდ დაქცეულ საგვარეულო კოშკთან ვტიროდი. რაც გავყიდე და რაც გავაჩუქე, მე ვეღარ დავთმობ ამიერიდან კვამლით გამურულ სვანურ მაჩუბებს. ვერც კალოს, კევრებს და ვერც მარხილებს, ვერც ძველ ჭუნირებს, ვერც სალოცავებს, ვერც ძვირფას ფრესკებს თვალებდათხრილებს. დე, იშრიალონ მარად ნისლებმა უშგულის თავზე, და მეც სიმშვიდე, ვიცი არასდროს არ მეღირსება. ჩახუტებიან მთები მკერდებით, გადავიქროლებ, როგორც ღრუბელი და ცის ლაჟვარდებს შევუერთდები. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |