არა ქარაგმულს - სიტყვას გეტყვი ნაღდს და მჭვირვალეს. ზუსტად ისეთს, ვით ჩემი გულია. ეგებ ვერ სწვდება პოეზიის იგი მწვერვალებს, მაგრამ სხივებით მისით სული მოსირმულია. შემოდი ჩემთან, სიყვარულის მარად მძებნელი მეგობარი ვარ შენი კეთილი, - თავისუფლების ჩემთვის შენ ხარ მომნიჭებელი, რადგან უშენოდ წიგნის ყდაში ვარ ჩაკეტილი. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |