კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

სიყვარული ერთდროულად

სიცოცხლე და სიკვდილია

ღალატი და ერთგულება

კატორღა და იდილია

შხამია და ნექტარია

ტანჯულია ნეტარია

ბრმაა შორს გამხედვარია

პოეტია მხატვარია

ძილია და ღვიძილია

ტირილია სიცილია

ლამაზია მახინჯია

ცოლია და საცოლეა

მაღალია დაბალია

ჭკვიანია დებილია

ისე ისე ერთგულია

ისე დაუნდობელია

დასაწყისი მიწურვილი

სიყვარული სიძულვილი

ზოგჯერ სძულს და ზოგჯერ უყვარს

ზოგჯერ ქმარი ზოგჯერ შვილი

ფრთხილია და გაბედული

დინჯია და ჩქარეული

შინაური გარეული

შხამი თაფლში გარეული

მოგებული წაგებული

დანგრეული აგებული

ლამაზია მახინჯია

უდებია გაგებული

ზოგი იტყვის მორცხვიაო

ზოგის აზრით ურცხვიაო

კაბაც ბევრი უკერავს და

ტორტიც ბევრი უცხვიაო

ადრე მკაცრი შინაბერა

გაგიკვირდეს დღეს ბოზია

სამშობლო ხან პარიზია

ხანაც კიდევ ლესბოსია

რაც ჩემს ლექსში ღიღინია

ანდა ცრემლთა ღვარებია

იშვიათად ვყვარებივარ

მე ყოველთვის მყვარებია

კამათია ცახცახია

მონეტაა მინეტია

ცუდად ბნედა ოხვრა კვნესა

ღალატია მუნათია

უსახელო ალერსია

უსასრულო გინებაა

ზოგჯერ ჭკუა ზოგჯერ კიდევ

დაკარგული გონებაა

განწირული ბევრჯერ თავი

გატეხილი ხშირად ფიცი

რაა მაინც არვინ იცის

რა თქმა უნდა არც მე ვიცი.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზიის გვერდი - ტარიელ ჭანტურია  • • •   ტარიელ ჭანტურიას პოეზია

მსგავსი თემები