კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

ხშირად, როდესაც გარეთ ქარია,

მთებზე ირმები დაბალახობენ,

მე კარს გავუღებ ღამეს მთვარიანს

და დავპატიჟებ, როგორც ახლობელს.

ხელის ცეცებით მოვძებნი ქაღალდს

ასე ჩუმი და ფიქრში გართული

და სტრიქონების ცისფერი ტალღა

ამეტყველდება ლხენით ართქმულით.

ზღვა,

მთები,

მთვარე,

ლურჯთვალა ია,

ბავშვობა,

მზე და წკრიალა ღელე...

თითქოს ჩემს ირგვლივ იწყებენ ტრიალს

და მეგობრულად მიწვდიან ხელებს.

იქნებ არც ღირდა ამის გამხელა,

ან რისთვის ვღელავ, ვითარცა ბავშვი,

ეს დედამიწა, ასე ამხელა,

რატომღაც ჩემი მგონია მაშინ.

მგონია, ცაში დავფრინავ ლაღად,

დავეძებ ქარში დაკარგულ დღეთა;

ხან ვწუხვარ, ვფიქრობ გამომრჩა რაღაც

და ის ვეღარ ვთქვი, რაც უნდა მეთქვა...

თავდება ღამე,

გრიალებს ქარი,

კვლავ მარტოდ ვრჩები საკუთარ თავთან,

ასე მგონია: მე ვიყავ მგზავრი,

გადმოიარა რომელმაც ცხრა მთა.

მსგავსი თემები