კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

ხმას რად არ გამცემთ, მითხარით,

ილტოს ხეობის გორებო,

იქნებ სიდაბლით ვერ მამჩნევთ,

სიმაღლით ცათა სწორებო.

იქნება ღირსი არა ვარ

თქვენის გულმკერდის ცქერისა,

მაშ თუ ეგრეა, წამერთვას

ძალა ლექსების წერისა,

ნურც მიყმოს კოპალის ჯვარმა,

ჩოქზე დამდგარი მუდარით,

ჩემს საღიმარსაც დასთალხავს

ლეგა ღრუბლების სუდარი.

ნურც გამიღიმოს ლამაზად

ბექში მოსულმა იამა,

ზურგი მაქციოს, დამწყევლოს,

ილტოს ხეობის ნიავმა.

მსგავსი თემები