მზე კრუხივით დაათბება ველებს, ია-იაებს გამოჩეკავს; გამსუყდება დაწრეტილი ღელე და ბოგაზე გადმოჯდება. და ბერიკაცს შეუჩნდება; ეს ცხოვრება ერთნაირად გვხარშავს გული გვერჩის და გულივე გვეურჩება. შემხვდი, როგორც ეკლესია, ჩემი ვარდიც ბაღში ხარობს, მაგრამ ისიც ეკლებზეა. იმ ეკლების გამო მიყვარს... მივალ მასთან მარტოდ-მარტო და ჩემს სახლში სულ სიცილით წამოვიყვან. დავტკბებით და დავდუღდებით ბადაგივით, კალაპოტში მოექცევა ღელე და ბოგაზე სიმღერებით გადავივლით! |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |