ანანურიდან მოგდევ ნისლივით, რომ აგიბნიო გზები სავალი, ხარ გავარდნილი, როგორც ისარი, და დაკარგული უცხო სამარე. საცაა კლდეთა კარებს შევანგრევ, მწყერი მეგონე ფრთამოტეხილი და ასე უცებ სად დამეკარგე. გიპოვი სადმე დაღლილს, დაწურვილს, ვარ შორი თვალი შენი მტევნების და ვაზი შენი თმებით ჩაწნული. საკუთარ სისხლით ვავსებ საწნახელს, მე ვიყავ შენი ციხე ქვითკირის, როგორ გამექეც, როგორ გამტეხე. აღარ ჩანს ჩემი გზები სავალი, ხარ გავარდნილი, როგორც ისარი და დაკარგული უცხო სამარა. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |