ჰა, ჩემი სამადლობელი მსხვერპლი - სული და სხეული და რისიც ვიყავ მფლობელი - ბაღი ედემად ქცეული. ის გული მსხვერპლად შეგწირე, მეორედ მოსვლის ჟამი დგას - არცა ვინმე მყავს მეწყვილე. ვგრეხდი ცეცხლისფერ ულოსა, თავს მიჩეჩქვავდნენ უროთი, მეც თავს ვუშვერდი უროსა. ჩემს თვალწინ აღასრულებდა, ვიყავი თავისუფალი, ვემალებოდი ცთუნებას. არცა ბეთლემის მთისათვის, უბრალოდ, ამ გზით ვიარე, ამგვარი მქონდა ყისმათი. გუთანიცა და ნამგალიც, როცა სიტყვა სჭრის აბრაგთა, მტერმა მოგვიმკო სამკალი... როს ჩაკვდა სიტყვა ვაჟური საფლავზე დამდის სისხლივით ბროწეულების ნაჟური... სული წარმტაცი ტიალი, მიეცი დავითფერულსა, მტრის ჟლეტვად ველი ტრიალი. ამ სოფლის ღამის ოცნება, თუ საქართველოს მართალთა თაობა დაილოცება. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |