სხივნი მზისანი სამყაროში დაიფანტება, შენ ზღვა ხარ ვრცელი და წვეთ-წვეთად დაიფანტები; ქვეყნად რამდენი თოთო ბალღიც დაიბადება, ქვეყნად იმდენჯერ შენ ხელახლა დაიბადები. და შეგრჩა ფერი სიყვარულის და იმ ვარდების; ქვეყნად რამდენი თოთო ბალღიც დაიბადება, ქვეყნად იმდენჯერ შენ ხელახლა დაიბადები. და ბევრჯერ მწვანით შეიცვალა თოვლის ფანტელი; ქვეყნად რამდენი გაზაფხულიც დაიბადება, ქვეყნად იმდენჯერ შენ ხელახლა დაიბადები. გადაივლიან დიდ სამარეს წლები რამდენი; ქვეყნად რამდენი თოთო ბალღიც დაიბადება, ქვეყნად იმდენჯერ შენ ხელახლა დაიბადები... |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |