კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

დარბეულ დროთა გრადაცია და ფერთა გამა...

ისე შერწყმია ყოველივე წარმომავლობას -

ვერ მოუძებნი ნამდვილ ახსნას, ახსნას იმგვარად:

გუშინ აქ, სკვერში ჩვენ გვესმოდა ზამთრის გალობა -

ახლა არც ჩიტი, არც შენი ხმა... ნეტავ, ვინ მალავს

იმ განვლილ დღეებს და საიდან იწყება გლოვა.


საით წავიდა შეცდომილი სახის სიფითრე?

იქნებ აცხადდა მარტოობის დღესასწაული.

გახედავ წარსულს - კვალი არ ჩანს... უმალ იფიქრებ:

სადღაც აქვეა დამალული  - გვერდით ჩაუვლი;

გაწბილებული გზას განაგრძობ და თან ფეხს ითრევ...

წარმოსახვაში კვლავ მოგიხმობს ნაცნობი გამა,

რომელსაც ახლა ნაცრისფრი წვიმებით ნამავს.


არადა, გუშინ შენ ყვაოდი საგნების ფერში

და შენი სახის ნაკვთებიდან მიწვდიდი ღიმილს

(არ ვიცი რატომ, ოფელიას გამსგავსე შეშლილს),

თურმე ჟამთასვლის მდინარებას შენი დაღლილი

სევდა მიჰქონდა, როგორც ქარში ფოთლების ნეშო...

მოშიშვლებოდა ბაღს გულმკერდი შეხსნილი ღილით.


უცებ ხორხოცით ჩაიარეს მამაკაცებმა...

ცას მოეკიდა ჭილყვავების შავი სიფითრე...

თუ წინათგრნობა მაფრთხილებდა სულის დაცემას,

ჰადესის ბაღში რა მინდოდა... ფეხს განგებ ვითრევ,

უკან მომყვება შენი ლანდი - ნაცნობი გამა,

რომელსაც თხელი, ნაცრისფერი წვიმები ნამავს.


ო, ევრიდიკე, ვერ შევისხი ორფევსის ფრთები -

ცას დაეკიდა ჭილყვავების გულმოდგინება,

არადა, გუშინ შენ ყვაოდი საგნების ფერში.

თურმე ჟამთასვლის მდინარებას შენი დაღლილი

სევდა მიჰქონდა, სადაც ქარი ფოთლების ნეშოს

აშრიალებდა და შიგ ჩხრეკდა დაკარგულ ღიმილს.

მსგავსი თემები