დაწდა მელანი და უსაგნო ნივთებად იქცა ქაღალდის დასტა, კალამი და თავად ავტორი... თუკი ნამდვილად სოკრატე ხარ და გყავს პლატონი, სულაც არ გინდა აჰყვე წერას - სიტყვა დაგიცავს (შუამავალის გარეშედაც, რასაც ნატრობდი) ამბად მიუვა სადაც ჯერ არს, და არა მარტო... ახლა შენზეა - გადარჩება თუ არა მიწა(!) (ყოფნა არყოფნა აღარ არის შენთვის დილემა), ფეხის წვერებზე სიარულსაც თუკი ისწავლი - თუმცა თავისი არსით, სიტყვა არ არის მწვანე, გზა რომ გაგიხსნას - საჭიროა ღმერთის სანქცია! |