თუ გინდა, ძმაო, იგემო ამა ქვეყნისა შვებანი, დიდთა საფეროდ მოჰმართე შენი გულ-სიტყვის ებანი. დიდთა უკმიე, სხვათ არა, და იქადაგე: - „წესია, რომ დიდმა ჰყლაპოს პატარა“. შენ საბუთი ვინც მოგკითხოს, - „ჯერ ეგრე-თქო, დამიჯერეთ, საბუთი-თქო მერე იყოს“. აბა უარს რად იტყვიან?! პატარებს ჯანიც გავარდეს, დიდნი მადლს გადაგიხდიან. არის მონებრივი ქცევა, მაგრამ მაღლა აცოცვისთვის უნდა თურმე კუდის ქნევა. ჩვენ გვყავს ერთი მეგობარი, რომელიცა ამგვარ ქცევით ჩვენში ბედნიერი არი. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |