ხანდახან, როცა შემეფეთები, ხანდახან, როცა გზაზე შემხვდები, დაღამებული, თითქოს ვთენდები, თითქოს დაშლილი ციხე ვშენდები. რასაც არ ველი დიდი ხანია... სადაც შენა ხარ, სწორედ იქ არის ჩემი ყინწვისი და ბეთანია. ჩემი ჭაღარით არ დაფეთდები, ჩემს გულზე, როგორც გაშლილ მინდორზე, იარე შენი „ირმის ფეხებით“. შენ რომ არსებობ ამ ქვეყანაზე, რუსთაველი და ჩემი თბილისი შენი ყოფნით რომ გაალამაზე. და რუსთაველზე დავდივარ მარტო. მადლობელი ვარ, შენზე რომ ვფიქრობ, შენზე რომ ვწუხვარ, შენზე რომ ვდარდობ. თუ სიხარულის ცეცხლით ამანთებ. ათასში ერთხელ, ათასში ერთხელ მაგ შველის თვალებს თუ მომანათებ. თუ მომაგონებ ჩემს სიჭაბუკეს. ათასში ერთხელ, ათასში ერთხელ თუ შენს ღიმილს და სიცილს მაჩუქებ. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |